ახალი ამბები
ქუთაისში ერთი აბიტურიენტი დაგვიანების გამო გამოცდიდან მოიხსნა
FaceBook
ქუთაისის პირველი კლასიკური გიმნაზიის შენობაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან ერთი აბიტურიენტი დაგვიანების გამო მოიხსნა.
როგორც აბიტურიენტი ამბობს,  ის ზესტაფონიდან მოდიოდა, სამარშრუტო ტაქსმა გამოასწრო და ამიტომაც დააგვიანდა.

საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა ზეინაბ ხაჩიძემ განმარტა, რომ მიუხედავად 2-წუთიანი დაგვიანებისა, რეგისტრაცია 8 საათიდან იყო გამოცხადებული, ამიტომ მას სამწუხაროდ გამოცდაზე ვეღარ დაუშვებდნენ.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი გაიხსნება. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.

edu.aris.ge

Print