ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში გადადებული რეისი ამ დრომდე არ შესრულებულა
FaceBook
დორტმუნდის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანია "ვიზეარის" გადადებული რეისი ამ დრომდე არ შესრულებულა. მგზავრები ჰყვებიან, რომ თვითმფრინავმა აფრენა სცადა, რა დროსაც ძლიერად დაამუხუჭა და შენიშნეს კვამლი. მათი ინფორმაციით, მომხდარმა პანიკა გამოიწვია, რამდენიმე წუთის განმავლობაში კარი არ გაიღო, რამაც ვითარება უფრო დაძაბა.

მგზავრების ნაწილი გასაფრენად ემზადება, ნაწილმა კი უსაფრთოებიდან გამომდინარე, საკუთარი სურვილით თქვა უარი.

როგორც აეროპორტის განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისი - დორტმუნდი, პროგრამული ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე. ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება.

ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით ავიარესი დილის 6 საათსა და 10 წუთზე უნდა  განხორციელებულიყო.  
Print