ახალი ამბები
თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისი-დორტმუნდის რეისს ასრულებდა, ავარიულად დაეშვა
FaceBook
თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისი-დორტმუნდის რეისს ასრულებდა, აფრენისთანავე ავარიულად დაეშვა. გადაწყვეტილება მფრინავმა მიიღო.

ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, კი ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი ქუთაისი - დორტმუნდი, ტექნიკური ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენისთანავე სადგომზე დაბრუნდა.

თვითმფრინავი 6 საათზე უნდა გაფრენილიყო. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

27 ივნისს ქუთაისის აეროპორტში ბარსელონის რეისი გაუქმდა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ტექნიკური ხარვეზი გახდა.

წყარო: imedinews.ge
Print