ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის ცალკეულ რაიონში 2 და 3 ივლისს საღამოს საათებში წვიმა და ელ-ჭექია მოსალოდნელი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-33 გრადუსის ფარგლებში იქნება. ოთხიდან შვიდი ივლისის ჩათვლით კი, ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.

"განსაკუთრებით, 5-6 ივლისს 29-31 გრადუსია მოსალოდნელი. იმერეთის უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ელ-ჭექით", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ვარაუდით, შვიდი ივლისიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს და რვა ივლისის ჩათვლით 32-34 გრადუსს პროგნოზირებენ.
Print