ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
FaceBook
აბიტურიენტები  2 ივლისს  ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. ქუთაისში  გამოცდები პირველ და 41-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. 

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000 მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.
გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. საგამოცდო ცენტრები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავშია განთავსებული.

მაღალი ტემპერატურის მიუხედავად საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების საკითხი ვერ მოგვარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თქმით, მინისტრის ინიციატივა იყო ყველა საგამოცდო ცენტრში ყოფილიყო კონდიციონერები, თუმცა პილოტირების რეჟიმში ამ ეტაპზე განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის გამო მხოლოდ რუსთავში მოეწყო.

საკითხს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა.

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
Print