ახალი ამბები
"ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული სიუჟეტის შემდეგ მერიამ წყარო გაწმინდა
FaceBook
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე არსებული წყაროს გაწმენდა უზრუნველყო.
წყაროს გაწმენდა "ქუთაისიპოსტზე" გასული სიუჟეტის შემდეგ მოხდა, სადაც მოსახლეობა ისტორიული წყაროს გაწმენდას და ტერიტორიის კეთილმოწყობას ითხოვდა.
ადგილობრივების თქმით, წყაროს დასუფთავებისთვის ქალაქის ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემასთან გამკლავება მაინც საკუთარი ძალებით უხდებოდათ.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა, რომ წყაროს გაწმენდა ერთ კვირაში მოხდებოდა.

Print