ახალი ამბები
ანა კერესელიძეს დასახმარებლად დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტს ფრანი და ია ტომაში უერთდება
FaceBook

"ქუთაისიპოსტის" მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტს, რომლის მიზანიც ანა კერესელიძის დახმარებაა, ჯგუფ ფრანის წევრი, გაგა ჩიხლაძე  და მომღერალი ია ტომაშიც უერთდება

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობს ასევე უსასყიდლოდ დათანხმდნენ: რობი კუხიანიძე, ოთიკო კვალიაშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, თამუნა გიორგაძე, ჯგუფი "სამი ზნე", ჯგუფი "მუზეუმი" და ჯგუფი  "ფორ ლაინსი".

 

კონცერტი ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, ხვალ,  1 ივლისს 18:00 საათზე ჩატარდება.

ანას ლეიკემიის ყველაზე რთული ფორმა აქვს. იმისთვის, რომ გადარჩეს მას ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც 120 ათასი დოლარი ღირს.

ამავე თემაზე: 



Print