ახალი ამბები
30 ივნისიდან 4 ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 43 გრადუსს მიაღწევს
FaceBook
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 4 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.
სააგენტოს ცნობით, 30 ივნისიდან 4 ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელოა +40, +43 გრადუსს მიაღწიოს, ხოლო დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.
Print