ახალი ამბები
შოთა მურღულია - კუნძულები გაალამაზებს ქუთაისის იერსახეს
FaceBook
ქუთაისის მთავრობას ქალაქში კუნძულების მოწყობას უწუნებენ.


"უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა მნიშვნელოვნად გაალამაზებს ქალაქის იერსახეს და გაზრდის მწვანე საფარის მოცულობას,"- განმარტა ქალაქში უსაფრთხოების კუნძულების მშენებლობის დასათვალიერებისას ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. მისი განმარტებით, ქალაქში არ არსებობდა სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები და იქმნებოდა ავარიული სიტუაციები, ასევე, ქვეითად მოსიარულეს ექმნებოდა საფრთხე.  ამის გარდა, მურღულიამ აღნიშნა, რომ ყველა დიდი ქალაქში არის უსაფრთხოების კუნძულები. 
ქუთაისში 10 ადგილას ეწყობა 24 სიჩქარის მარეგულირებელი კუნძული, საერთო ჯამში 2472 კვ.მ. ფართობზე. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
ქუთაისის მთავრობას ქალაქში კუნძულების მოწყობას უწუნებენ და აღნიშნავენ, რომ უსაფთხოების კუნძულების მოწყობის შემდეგ ავარიები მომრავლებულია.
Print