ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარე რიონის ჯებირი და განათების ბოძი დაზიანდა
FaceBook
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე, მდინარე რიონის ჯებირი მოიშალა. დაზიანებულია გარე განათების ბოძიც.

თვითმხიხლველების თქმით, დიდი სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი ტროტუარზე შევარდა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 27 ივნისს მოხდა.

"დიდი სიჩქარით მოდიოდა, მოსახვევში ვერ დაიმორჩილა საჭე და პირდაპირ ტროტუარზე ავარდა ავტომობილი. კიდევ კარგი, რომ იმ წუთში ქვეითი არ მოძრაობდა, თორემ მსხვერპლიც იქნებოდა. თვითონ მძღოლიც სასწაულად გადარჩა, ჯებირს რომ არ გაეჩერებინა, რიონში გადავარდებოდა," - ამბობენ თვითმხილველები.

ააიპ "ქუთგანათების სერვისში" განაცხადეს, რომ დაზიანებული ბოძის აღდგენა უახლოეს დღეებში მოხდება. მანამდე კი მოქალაქემ, რომელმაც ეს დაზიანება გამოიწვია, ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

"დაზიანებული სანათისა და ბოძის აღდგენის ღირებულება შეადგენს 230 ლარს," - ამბობენ "ქუთგანათების სერვისში".

რაც შეეხება ჯებირს, როგორც ქუთაისის მერიაში გვითხრეს, მისი აღდგენაც მერსედესის მარკის მძღოლს დაეკისრა.

ჯაჭვის ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე მდინარე რიონის ჯებირს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 329 ლარი დაიხარჯა.

Print