ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 28 ივნისს განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ
FaceBook
28 ივნისს, სინოპტიკოსები  დასავლეთ საქართველოში  ტემპერატურის განსაკუთრებულ მატებას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტეპმერატურის მაჩვენებელი იმერეთის უმეტეს რაიონებში 41  გრადუსამდე მიაღწევს. 

"29 ივნისიდან გრილი და ნოტიო ჰაერის გამო ტემპერატურა ისევ დაიწევს და იმერეთის უმეტეს რაიონებში ტემპერატურა 35-37 გრადუსია ნავარაუდევი," - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი დოდო გვაზავა. 

სინოპტიკოსების თქმითვე, ივლისიდან შედარებით გრილი ამინდებია მოსალოდნელი.
Print