ახალი ამბები
ქუთაისის მერი პარკირებაზე - თუკი დაფიქსირდება დაინტერესება, აუქციონს ისევ გამოვაცხადებთ
FaceBook
"ჩვენ მოვაგვარებთ 20 წლის მოუგვარებელ პრობლემას", - ამბობს ქალაქის მერი.


ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა პარკირების ადგილებზე მეოთხედ აუქციონს მას შემდეგ ჩაატარებს, თუკი დაინტერესებული ორგანიზცია გამოჩნდება. ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა. ქალაქის მერის განმარტებით, პარკირების საფასური დავიდა მიწის იჯარის ღირებულებაზე. მერიამ აუქციონზე გატანილი პარკირების ადგილების საწყის ფასი (660 000 ლარი) 500 000-ლარამდე შეამცირა.
"თუ დაფიქსრიდება განაცხადი, რომ არსებობს დაინტერესება, გამოცხადება აუქციონი. თუ არა და პროცედურები უკვე დაწყებული გვაქვს რომ შევქნათ კომპანია, რომელიც თვითონ გაუწევს კურირებას და დასრულება მანკიერი ბრალდება, რომელიც წინა ხელისუფლების დროიდან მომდინარეობს. საზოგადოება ელოდება ცვლილებებს, რომელიც მიღწეული იქნება. ჩვენ მოვაგვარებთ 20 წლის მოუგვარებელ პრობლემას", - ამბობს ქალაქის მერი.
ქალაქის პირველი პირის მტკიცებით, თვითმმართველობას უფლება აქვს პირდაპირი განკარგვის წესით, რომელიმე კომპანიას გადასცეს პარკირების ადგილები. თუცმა, მურღულია ირწმუნება, პარკირების ადგილები (აუქციონის არგამოცხადების შემთხვევაში) მხოლოდ თვითმმართველობის მიერ შექმნილ ორგანიზციას გადაეცემა. 
"ერთადერთი, პირდაპირ მივცემთ ჩვენს კომპანიას, რომელიც კითხვის ნიშანს არ გააჩენს, რადგან, იქნება 100%-ით მუნიციპალური საწარმო", - აღნიშნავს ქალაქის მერი.
ქუთაისის მერიამ პარკირების 274 ადგილზე აუქციონი სამჯერ გამოაცხადა. თუმცა,  სამივე ჯერზე წარუმატებლად დასრულდა. 

თეკლე მორგოშია
Print