ახალი ამბები
Wizz Air-ი ქუთაისი-ბარსელონის რეისის მგზავრებს ბილეთის საფასურის ანაზღაურებას ან ალტერნატიულ რეისს სთავაზობს
FaceBook
Wizz Air-ი ქუთაისი-ბარსელონის რეისის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უნგრული ავიაკომპანია მგზავრებს ბილეთის საფასურის ანაზღაურებას ან ალტერნატიულ რეისს სთავაზობს.
"თვითმფრინავთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებების გამო, Wizz Air-ის დღევანდელი რეისები W6 6417/6418 ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით გაუქმდა.Wizz Air-ის პოლიტიკისა და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შესაძლებლობა აქვს, უფსოდ იმგზავროს Wizz Air-ის ალტერნატიული რეისით, მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან თავდაპირველი ღირებულების 120 პროცენტი WIZZ საკრედიტო ბარატთზე. ავიაკომპანია მგზავრებს უზრუნველყოფს კვების ვაუჩერით და, საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროში განთავსებით"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის აეროპორტიდან თვითმფრინავი 4 საათზე უნდა გაფრენილიყო. მგზავრების თქმით, რამდენიმე საათი თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, გაითიშა კონდიცირება და რამდენიმე ადამიანს სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

უკმაყოფილო მგზავრები გზის გადაკეტვას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცეს.

27 ივნისს, ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი, რომელიც ოთხ საათზე უნდა შესრულებულიყო, არ განხორციელებულა.

მგზავრების თქმით, რამდენიმე საათი თვითმფრინავში იმყიფებოდნენ, გაითიშა კონდიცირების სისტემა და რამდენიმე ადამიანს სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

მგზავრები რეისის გადადების მიზეზად ავიალაინერის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ.

უკმაყოფილო მგზავრები გზის გადაკეტვას გეგმავდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მათ ამის საშუალება არ მისცეს.

Print