ახალი ამბები
გაუქმებული რეისი და დაპირისპირება ქუთაისის აეროპორტში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ხმაურია.

ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი, რომელიც ოთხ საათზე უნდა შესრულებულიყო, ამ დრომდე არ განხორციელებულა.

მგზავრების თქმით, რამდენიმე საათი თვითმფრინავში იმყიფებოდნენ, გაითიშა კონდიცირების სისტემა და რამდენიმე ადამიანს სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

მგზავრები რეისის გადადების მიზეზად ავიალაინერის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ.

უკმაყოფილო მგზავრები გზის გადაკეტვას გეგმავდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მათ ამის საშუალება არ მისცეს.

მგზავრები ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები მათთან არ გამოჩენილან და მხოლოდ სასტუმროში გადაყვანა და სხვადასხვა რეისებზე გადანაწილება შესთავაზეს.

Print