ახალი ამბები
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის პასუხი წულაიას გაგზავნილ მახათზე
FaceBook
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ, გოგი წულაიას მიერ გაგზავნილ მახათზე, ქუთაისიპოსტთან კომენტარი გააკეთა.
ნახეთ გრიგოლ ივანეიშვილის პასუხი, სტილი დაცულია: 

"უკაცრავად, მაგრამ გაირჭოს ერთ ადგილზე ეგ მახათი. ვინაა გოგი წულაია, საერთოდ რას წარმოადგენს? რატომ აქცევთ ამხელა ყურადღებას? გოგი წულაიას ასე გადაეცით, გრიგოლ ივნეიშვილმა გადმოგცათ, რომ გაირჭვე ერთ ადგილზე ეგ მახათი-თქო და თუ არ ეყოფა კიდევ მე დავუმატებ რაღაცას", - განაცხადა გრიგოლ ივანეიშვილმა.

გოგი წულაიამ წყალტუბოს საკრებულოს გარდა მახათები დღეს ფოთისა და ხაშურის საკრებულოებშიც გააგზავნა. მისი თქმით, ამით მან საკრებულოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გააპროტესტა. კერძოდ, საუბარია ფოთის საკრებულოს მიერ მიცვალებულთა მჯდომარე წესით დასაფლავების დადგენილებაზე, ხაშურის საკრებულოს მიერ პირუტყვებზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე და წყალტუბოს საკრებულოს მიერ ცხოველების მენტალური ტანჯვის, ნისკარტისა და ბუმბულის მოგლეჯის აკრძალვაზე.


ამავე თემაზე: 


წყალტუბოს საკრებულომ ცხოველების მენტალური ტანჯვა, ნისკარტის და ბუმბულის მოგლეჯა აკრძალა

"უსაქმურები არიან" - გოგი წულაიამ საკრებულოებს მახათები გაუგზავნა


Print