ახალი ამბები
"უსაქმურები არიან" - გოგი წულაიამ საკრებულოებს მახათები გაუგზავნა
FaceBook
"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ფოთის, წყალტუბოსა და ხაშურის საკრებულოს მახათები ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა.
"სერიულად ვისმენდით თუ როგორ სულელურ დადგენილებებს იღებენ საკრებულოები. უსაქმურები არიან. მაშინ როდესაც გაერო გეუბნება, რომ ბავშვები შენთან მშიერია, როცა კატასტროფული ემიგრაცია გვაქვს და ამ ფონზე მსგავსი დადგენილებების მიღება არის უსაქმურების საქმე და ამ ფორმით ამიტომაც გავაპროტესტე", - გვითხრა გოგი წულაიამ. 

მან კონკრეტულად ფოთის საკრებულოს მიერ მიცვალებულთა მჯდომარე წესით დასაფლავების დადგენილება, წყალტუბოს მიერ ფრინველებზე ნისკარტის არ მოჭრდა ხაშურის საკრებულოს მიერ პირუტყვებზე მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. მან მახათები საკრებულოებს დღეს ფოსტით გაუგზავნა.
Print