ახალი ამბები
"ბავშვი სკოლიდან ნაცემი მოვიდა" - რას ჰყვება ქუთაისში ბავშვის მშობელი
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ცენტრ "თაირისიდან" მოსწავლე სახლში ნაცემი მოვიდა. 

ბავშვს ცხვირზე სისხლი სდიოდა. პირველკლასელის მშობელი ამბობს, რომ ბავშვი დღის ცენტრიდან ნაცემი მოიყვანეს. თუმცა, ვინ სცემა ბავშვი ჯერ არ იცის. ირმა რევიშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და პოლიციას ამიტომაც მიმართა. თუმცა აქამდე არც დღის ცენტრისთვისა  და პოლიციისთვის არ მიუმართავს. 

"მასწავლებლებს გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ძალიან უყვართ და თბილები არიან ბავშვების მიმართ. მე ვფიქრობ ბავშვებს შორის მოხდა ჩხუბი და ამას ვინმე მეთვალყურე ხომ უნდა ყავდეს, რომ ბავშვს ბავშვმა ასეთი ზიანი არ მიაყენოს. ერთხელ ორივე ხელზე ჰქონდა ნაკბენი, მერე ცხვირი ჰქონდა გაწითლებული", - ამბობს მშობელი, ირმა რევიშვილი. 

საბავშვო ცენტრის დამფუძნებელი და 45-ე სკოლის დირექტორი ირინე აბდალაძე ამბობს, რომ ჯერ დასადგენია შემთხვევა დღის ცენტრის ტერიტორიაზე მოხდა თუ არა. მისი თქმით, მომხდარ ფაქტზე მშობელს მათთვის არ მოუმართავს და ამ შემთხვევის შემდეგ ბავშვიც ცენტრში ყოველდღე დადის.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძება ძალადობის მუხლით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებები სსკ-ს 126-ე პირველი პრიმა მუხლის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სკოლა - პანსიონატი სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის (სმენის არ მქონე და სმენადაქვეითებულთა) ქუთაისში 1955 წლიდან ფუნქციონირებს. თავიდან ის მიუსაფარ ბავშვთა პანსიონის სახელით არსებობდა. პანსიონატში აღსაზრდელები ოთხჯერადი კვებით, სააღმზრდელო და პირველადი სამედიცინო დახმარებით უფასოდ სარგებლობენ.
Print