ახალი ამბები
1 ივლისიდან ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებს
FaceBook
ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის სარკინიგზო რეისი პირველი ივლისიდან შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებს.

"საქართველოს რკინიგზის" ფილიალის, მგზავრთა გადაყვანის საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის დასავლეთის მიმართულების კოორდინატორის, გურამ ნერგაძის განმარტებით, ადმინისტრაციამ ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მიიღო.

ქუთაისიდან მატარებელი (რკინისგზის სადგურ ქუთაისი #1-დან ) 8:05 წუთზე გავა და ბათუმში 11:01 წუთზე ჩავა, ხოლო ბათუმიდან 21:00 წუთზე გამოვა და ქუთაისში 23:55 წუთზე იქნება.

მატარებლით მგზავრობის ღირებულება 6 ლარია.

Print