ახალი ამბები
27 ივნისს ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს დენის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
27 ივნისს მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 5" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით, დაახლოებით, 2 950 აბონენტს შეეზღუდება.

შეზღუდვა 14:00 საათიდან 18:00 საათამდე ახალგაზრდობის, ჩორგოლიანის, მახვილაძის, წერეთლის (ნაწილ.) გრ. აბაშიძისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს და დაწესებულებებს შეეხება.

"აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით ენერგოკომპანია ელექტროგამანაწილებელ ქსელსა და მოწყობილობებს პერიოდულად უტარებს პროფილაქტიკურ სამუშაობს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში", - ნათქვამია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, დაგეგმილი სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
Print