ახალი ამბები
17 დღიანი შიმშილობა ჭიათურაში კომპრომისით დასრულდა
FaceBook
ჭიათურაში ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე 17 დღიანი შიმშილობა დასრულებულია.

პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, დავით ჭუმბურიძე ამბობს, რომ სამი ადამიანის თავგანწირვამ გამოიღო კონკრეტული შედეგი, რაც დაკავებული ადამიანისათვის მუხლის შემსუბუქებაში გამოიხატა. ჭიათურის პოლიციის უფროსის, ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის, მიხეილ გიგაურის გადადგომის გარდა, ჭიათურლების მოთხოვნა, მიმდინარე წლის მაისში დაკავებული, თემურ გიშაძისათვის მუხლის გადაკვალიფიცირება იყო. ბრალდებულს ორიდან ხუთ წლამდე ჰქონდა მისჯილი, ხოლო შეთახმების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდა და ექვს თვიანს მიუსჯიან.

"ორივე მხარე წავიდა გონივრულ კომპრომისზე, რაც, ვფიქრობ, ოპტიმალური ვარიანტი იყო ამ ეტაპისთვის. დანარჩენ მოთხოვნებზე სამართლებრივად ვაგრძელებთ ბრძოლას შიმშილობის გარეშე", - ამბობს დავით ჭუმბურიძე. 

მოშიმშილეები პოლიციის მაღალჩინოსნებს ძალაუფლების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ. ახალგაზრდებმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართეს პირი ამოიკერეს. ამის მერე მათი საავადყოფოში გადაყვანაც გახდა აუცილებელი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. 

ბრალდებასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება დაწყებული აქვს. აწარმოებს მოკვლევას. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაც. 


ამავე თემაზე:

ჭიათურაში მოშიმშილეებმა პირი ამოიკერეს

შიმშილობის მეცხრე დღე ჭიათურაში - მოთხოვნა პოლიციის ხელმძღვანელობის გადადგომაა

შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში და პასუხი, რომელიც იგვიანებს

შსს ჭიათურაში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება

"პროტესტი გრძელდება, რათა მოტყუებულები არ დავრჩეთ" - შიმშილობის მე-11 დღე ჭიათურაში
Print