ახალი ამბები
ვნახოთ რა დაუსაქმებლობაა იმერეთში - ქუთაისში დასაქმების ფორუმი ჩატარდება
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პარასკევს 10 ივლისს,  12:00 საათიდან 18:00 საათამდე "დასაქმების ფორუმი -2015" ჩატარდება. დასაქმების მსურველები, რომლებსაც სუთრ აღნიშნულ ფორუმზე მონაწილეობა, რეგისტრირებული უნდა იყოს შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემაში worknet.gov.ge -ზე. ასევე, უნდა იყოს წინასწარ რეგისტრირებული ფორუმის მონაწილე www.ssa.gov.ge-ზე. გარდა ამისა, ფორმუზე მისვლისას დასაქმების მსურველს უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეგისტრაციო ბარათი და რეზიუმე (CV) .
დასაქმების ფორმუში მონაწილეობას მიიღებს 70-მდე ორგანიზაცია, პროფესიული განათლების 6 კოლეჯი. სამუშაოს მაძიბელთა რაოდენობა შეზღუდულია და ის 12 000 შეადგენს.
"მინდა რაც შეიძლება ნაკლები დაუსაქმებელი ადამიანი იყოს ქუთაისში. ვნახოთ რა რაოდენობის ხალხი მივა და რა უმუშევრობაა ერთი იმერეთში", - განმარტა  ფორუმთან დაკავსირებით ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ. მან ასევე, სამუშაოს მაძიებლებს მოუწოდა დარეტისტრირდნენ ფორუმის ვებ-გვერდზე. 
დასქმების ფორუმი საქარღველოში უკვე მეორედ ტარდება. პირველად 2014 წელს თბილისში ჩატარდა. სადაც მონაწილეობა 141 დამსაქმებელმა და 6000-მდე დასაქმების მსურველმა მიიღო.
Print