ახალი ამბები
სინოპტიკოსები ივლისის დასაწყისში წვიმას პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 25-26 ივნისს დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა 30-32 გრადუსი იქნება. 

27-დან 30 ივნისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა 36-38 გრადუსი იქნება. 30 ივნისიდან კი, კვლავ დაიკლებს და ჰაერის ტემპერატურა 30-32 გრადუსამდე იქნება.

სინოპტიკოსები ივლისის დასაწყისშიც წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.
Print