ახალი ამბები
„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი გველია“
FaceBook
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები, მათი კორპუსების გარშემო მომრავლებული ქვეწრმავლების რაოდენობაზე საუბრობენ.
მათი თქმით ქვეწარმავლების რაოდენობა განსაკუთრებით მომატებულია მდინარე ორასკურის სანაპიროებთან.

"მკლავის სიმსხო გველი დავინახე, ავტოფარეხების ტერიტორიაზე აქვთ ბუდე. ამხელა ქვეწარმავალი ქუთაისში მანამდე არ მინახავს,"- ამბობენ ბუხაიძის მეორე მიკრორაიონში მცხოვრები.

ქვწრმავლების მომრავლბის მიზეზით დაიხურა ქუთაისის მე -17 საბავშვო ბაღი, რომელიც, ასევე, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარეობს.

ქვეწარმავლების სიმრავლეზე მიუთითებენ ირაკლი აბაშიძის გამზირის მცხოვრებლებიც. 

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმდენი გველია ვერ გაივლი“, - ამბობენ ისინი.

ქვეწარმავლების მომრავლებას მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაწმენდას უკავშირებენ.

ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ქუთაისის მერიიდან სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.


Print