ახალი ამბები
ისტორიის სასკოლო კონკურსში ქუთაისელმა მოსწავლემ გაიმარჯვა
FaceBook
ისტორიის სასკოლო კონკურსში „ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“,  გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პირველი ადგილი ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის XII კლასის მოწავლე მარიამ დანგაძეს მიაკუთვნეს. (ისტორიის მასწავლებელი მზია ბუბაშვილი)
მეორე ადგილი: ნ. ახალკაცის სახელობბის ქალაქ თბილისის N 9 საჯარო სკოლა X კლასის მოსწავლეს ქეთი ნაგლაძეს ერგო ( ისტორიის მასწავლებელი თინათინ შიშნიაშვილი).

მესამე ადგილი: თბილისის №63 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეს რუსუდან ჯანჯალაშვილმა აიღო (პედაგოგი მეგი კურტანიძე).


კონკურსის მონაწილე მოსწავლეებს უახლესი წარსულის კვლევის, მასალების მოძიებისა და ისტორიული მოვლენების მომსწრეებსა და მონაწილეებთან გასაუბრების საფუძველზე უნდა დაეწერათ ესსე.

„ჩემი ნაშრომი ეხებოდა ჩემს წინაპარს, პავლე დანგაძეს, რომელიც ზუსტად საუკუნის წინ დაიბადა, ძალიან ახალგაზრდა წავიდა მეორე მსოფლიო ომში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. მის შესახებ მხოლოდ ოჯახური გადმოცემები არსებობდა. ამ კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ვეცადე ეს გადმოცემები კვლევის გზით შემევსო და მომეთხრო ისტორია კაცზე, რომლის სახელი და გვარიც დავიწყებისთვის იყო განწირული. კონკურსი, ვფიქრობ, ძალიან პროდუქტიული და საჭირო იყო, განსაკუთრებული სიამოვნება ძიების პროცესმა მომანიჭა“, - აღნიშნა კონკურსის გამარჯვებულმა მარიამ დანგაძემ. 

კონკურსი „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მიერ იყო ორგანიზებული.
Print