ახალი ამბები
ანა კერესელიძეს დასახმარებლად დაგეგმილ კონცერტზე რობი კუხიანიძეც იმღერებს
FaceBook
"ქუთაისიპოსტის" მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტზე, რომლის მიზანიც ანა კერესელიძის დახმარებაა, რობი კუხიანიძეც უერთდება.
"სოლიდარობის განცდა გადამდები აღმოჩნდა, იმედია ყველა ბილეთი გაიყიდება და  ერთად ბევრს შევძლებთ," - ამბობენ "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტები. 

"ქუთაისიპოსტს" საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზებაში ქუთაისის მერია შემოუერთდა, ასევე უსასყიდლოდ თანხმდებიან მომღერლები  მონაწილეობას.  

საქველმოქმედო კონცერტზე  ოთიკო კვალიაშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, თამუნა გიორგაძე, ჯგუფი "სამი ზნე", ჯგუფი "მუზეუმი" და ჯგუფი "four lines" და რობი კუხიანიძე მონაწილეობენ.

კონცერტი ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 1 ივლისს 18:00 საათზე ჩატარდება.



ანას ლეიკემიის ყველაზე რთული ფორმა აქვს. ის ამჟამად მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გადის.

იმისთვის, რომ გადარჩეს მას ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც 120 ათასი დოლარი ღირს.

თითოეული გაყიდული ბილეთი ანას გადარჩენის შანსია.

"მოდი საქველმოქმედო კონცერტზე" და მიიღე მონაწილეობა სიცოცხლის გადარჩენაში.

ბილეთების შეძენის მსურველებმა დარეკეთ ნომერზე - 593 40 21 88  ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია მესხიშვილის თეატრის სალაროშიც. ბილეთების ფასი: 20, 15 და 10 ლარია.

საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორები არიან: საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტი" - kutaisipost.ge, ქუთაისის მერია.

ამავე თემაზე:

"გთხოვთ დამეხმაროთ, სიცოცხლე მინდა" - ანა კერესელიძეს დახმარება სჭირდება
Print