ახალი ამბები
ქუთაისი - წყალტუბო - ცაგერის საავტომობილო გზისთვის 20 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს
FaceBook
ქუთაისი - წყალტუბო - ცაგერი - ლენტეხი - ლასდილის საავტომობილო გზაზე, რომელიც 1985 წლიდან არ შეკეთებულა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზაზე 2 პროექტად, ჯამში 24 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდება. შესაკეთებელი მონაკვეთი სოფ. ჭველიერში იწყება და გადის სოფლებს: თეკალი, ლეუშერში, ფანაგა, სასაში, ლემზაგორი, ჟახუნდერი, მელე და ბენიერი ჩოლურისა და ლაშხეთის თემები.

"პროექტის ფარგლებში მოგვარდება გზაზე არსებული პრობლემები და 24-კილომეტრიან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კერძოდ, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, აღდგება ხელოვნური ნაგებობები და არსებული ხიდები, აშენდება 1 ახალი ხიდი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბეტონის ღარები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები გაბიონები და კიუვეტები," -  განმარატვენ საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების სააგენტოს პრესსამსახურში. 

სარეაბილიტაციო სამუშაო  2019 წელს დასრულდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 19 683 383 ლარია და სახელმწიფო ბიკუჯეტიდან ფინანსდება.
Print