ახალი ამბები
შსს-მ ბოლო 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ბოლო 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორია დაკავებული. უწყების თანამშრომლებმა,  მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე ამოღებულია  4 კილოგრამი "ჰეროინი", 2000 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 100 გრამი "კოკაინი", 200 გრამი "მდმა", 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება.  ამის შესახებ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა,  მამუკა ჭელიძემ  ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა პირები დაკავებული არიან თბილისში, გურიასა და აჭარაში. უწყების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულში  ასევე ამხილეს და დააკავეს ირანის სამი მოქალაქე.

ბოლო 6 თვის განმავლობაში ჯამში ამოღებულია 13 კილოგრამი "ჰეროინი",  7000 აბი "სუბუტექსი" და სხვა ნარკოტიკული საშუალება.
Print