ახალი ამბები
„სიღარიბე რჩება მთავარ გამოწვევად“ - მამუკა ბახტაძე
FaceBook
საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა განახლდა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

ბახტაძემ პარლმანტარების მიერ გაჟღერებულ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე-ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე ისაუბრა. მისი თქით, სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა არის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა.

"სიღარიბე არის კომპლექსური ამოცანა და მისი დაძლევა შესაძლებელია მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარადჭერით. ეს არის ერთადერთი გზა, რომ სამუდამოდ დავძლიოთ სიღარიბე და ეს უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დეპუატეტებმა შეკითხვები ასევე დასვეს მიგრაციაზე, ქვეყნის საგარეო ვალზე და სხვა მნიშვნელოვნ საკითხებზე, რომლებსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ეტაპობრივად უპასუხებს.

მას შემდეგ, რაც  მამუკა ბახტაძე პასუხების გაცემას დაასრულებს,  ტრიბუნა  ფრაქციების წარმომადგენლებს დაეთმობა, რის შემდეგაც დეპუტატები დროებითი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს  უყრიან.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილმა პერმიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.

რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები 14 მინისტრისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ახალ კაბინეტში 11 მინისტრი დარჩება.

Print