ახალი ამბები
„სუსს ხელისუფლება დღემდე იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის“-სალომე სამადაშვილი
FaceBook
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც, ძირითადად, ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა, დეპუტატები შეკითხვებს სვამენ. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრემირ-მინისტრობის კანდიდატს შეკითხვა დაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირებაზე. მისი თქმით, გაეროს დებულების საწინააღდეგოდ, ამ დრომდე სუსის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება.

"ჩვენ ვერ მივიღეთ თქვენგან გუშინ პასუხი, რომელიც ეხება სახელმწიფოს ერთ-ერთ  მთავარ გამოწვევას და ეს არის სუსის რეფორმა. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში სუსი დღემდე გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც კატეგორიულად ეწინაღმდეგება გაეროს დებულებას. სუსი გვისმენს ყველას,  ვინც ახლა ამ დარბაზშია. რა არის თქვენი ხედვა ამ სამსახურის რეფორმის თავლსაზრიით"? - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვების მოსმენა გრძელდება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პასუხების შემდეგ კი დეპუტატებმა დროებითი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი უნდა უყარონ.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილმა პერმიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.

რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები 14 მინისტრისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ  ახალ კაბინეტში 11 მინისტრი დარჩება.

Print