ახალი ამბები
დღეს პარლამენტმა დროებითი მთავრობა უნდა დაამტკიცოს
FaceBook
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დროებითი მთავრობის დამტკიცებას კენჭი უნდა უყარონ.
მინისტრთა კაბინეტს დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე წარადგენს.

რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები 14 მინისტრისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ, ახალ კაბინეტში კი უკვე ცნობილია, რომ 11 მინისტრი დარჩება.


მამუკა ბახტაძემ სამინისტროების რაოდენობის 11-მდე შემცირებაზე სამთავრობო კონცეფციის წარდგენისას ისაუბრა.
დროებითი მთავრობის მხარდაჭერას საპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს.

რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილმა პერმიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.

Print