ახალი ამბები
რა ხდება ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრისგან დაზიანებულ კორპუსში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრისგან დაზიანებულ კორპუსში წვიმის შედეგად წყალი ჩავიდა.
განსაკუთრებით დაზარალდა შენობის მე-5 სართული. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მერია დახმარებას დაჰპირდა და გადახურვის დაწყებას ელოდებიან. 

"მთელი კორპუსის მცხოვრებლები დაზარალდნენ, ჭერი განადგურებულია", - ამბობს ერთ-ერთთი დაზარალებული არჩილ გეგეშიძე. 


წყლის ჩამოჟონვისგან ბინაში, ძირითადად ჭერი დაზიანდა



ადგილზე იმყოფებოდა მერიის წარმომადგენელი, ნანა შენგელია, რომელმაც კონკრეტული ვადა თუ როდის მოხდება ბინის გადახურვა ვერ დაასახელა. მისი თქმით, მერიაში მაქსიმუმს აკეთებენ, რათა ხანძრისგან გაჩენილი პრობლემები უმოკლეს ვადაში აღმოფხვრან. 

"ბრეზენტით" ახლა იმიტომ იხურება, რადგან ახლა სახურავის შესყიდვის სამუშაოები მიმდინარეობს და მანამდე წვიმის შედეგად წყლის ჩასვლა რომ ავიცილოთ თავიდან", - ამბობს ნანა შენგელია. 

ჭავჭავაძის გამზირზე N20-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი 14 ივნისს გაუჩნდა.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განმარტებით, რამდენიმე დღეში მოგვარდება ყველა საკითხი, რომელიც გადასახურ მასალას უკავშირდება. აღნიშნული კორპუსის სახურავის დემონტაჟის სამუშაოების და მასალის სრულ ხარჯს ქუთაისის მერია დაფარავს.

Print