ახალი ამბები
სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები ქუთაისის მერიასთან აქციას გამართავენ
FaceBook
სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები ქუთაისის მერიასთან 14:00 საათზე საპროტესტი აქციას გამართავენ.
ისინი საცხოვრისში შექმნილ სიტუაციას აპროტესტებენ და ადგილობრივ თვითმმართველობისგან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას თხოვენ. 

ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის ოთახები ავარიულ მდომარეობაშია. ზოგიერთ ოთახში ჩამოშლილია ჭერი, ამოყრილია იატაკი და კედლები გაბზარულია. საცხოვრისში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ობიექტში ცხოვრება უკვე საშიში გახდა და მერიას ალტერნიტიულ ფართში გადასვლას სთხოვენ.

სოციალური საცხოვრისში  ბენეფიციარების შესახლებიდან ექვს თვეში ჭერი ჩამოინგრა. ამ დროიდან მოყოლებული ობიექტი ზიანდება. საცხოვრისში მცხოვრებლები შენობისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდნენ, რათა, მათი თქმით, ადგილობრივი მთავრობა დარწმუნებულიყო რომ  საცხოვრისში ცხოვრება საფრთხის შემცველი იყო. მერიამ  ლევან სამხარაულის ექსპერტიზა მას შემდეგ დანიშნა, რაც ობიექტში ჭერი  მეორედ ჩამოინგრა. მერიამ ექსპერტიზის დასკვნა  სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა.

ქუთაისიპოსტის მიერ მოპოვებულ დასკვნის ნაწილში წერია, რომ შენობა ხარვეზებით არის აშენებული.

დასკვნაში ნათქვამია, რომ შპს "სანომ" ბენეფიციარებს იმაზე ნაკლები რაოდენობის ფართი გადასცა, ვიდრე მერიამ მიღება-ჩაბარების აქტში მიუთითა.

დასკვნას არ ენდობა არც შპს "სანო" და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. ასევე, უნდობლობას უცხადებს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი, კოტე ქვთარაძე, რომელიც  სოციალური საცხოვრისის მოწყობის მიზნით ქუთაისის მერიაში შექმნილი კომისიის თავმჯდომარეც იყო.

ქუთაისში, ნიკეს ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სოციალური საცხოვრისი 2017 წლის პირველ ოქტომბერს გაიხსნა.

უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანია "სანომ" ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი მიიღო, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.

ამავე თემაზე: 

ნგრევის პირას მისული ქუთაისის სოციალური საცხოვრისი (ფოტო)

რა წერია სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპრეტიზის დასკვნაში (ფოტო)

ვერ დავეთანხმები დასკვნას" - ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი საცხოვრისში ჩატარებულ ექსპერტიზაზე

"პასუხი ვერ მივიღეთ" - საცხოვრისში მცხოვრებლები მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე

"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)

სოციალური თავშესაფრის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან შენობაში არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრი

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა


"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის
Print