ახალი ამბები
სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება
FaceBook
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამინისტროების რაოდენობა შემცირდება.

ბახტაძის თქმით, ახალი გეგემის მიხედვით 14-ის ნაცვლად 11 სამინისტრო იქნება, თუმცა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტს კვლავ არსებულ  სტრუქტურას წარუდგენს, რადგან მისი თქმით, სამინისტროების რაოდენობის შემცირებას საკანონდებლო ცვლილებები სჭირდება, რაც მთავრობის დამტკიცებამდე ვერ მოესწრება.

ბახტაძის თქმით, მან უკვე შესთავაზა დეპუტატებს მთავრობისთვის ნდობის შემჭიდროვებულ ვადებში გამოცხადების მიზნით საპარლამენტო ჯგუფებთან კონსულტაციები დაიწყოს.

მამუკა ბახტაძე დეპუტატებს სამოქმედო გეგმას 19 ივნისს უნდა წარუდგენს.

Print