ახალი ამბები
ჭიათურაში მოშიმშილეების საავადმყოფოში გადაყვანა ორჯერ გახდა საჭირო
FaceBook
ჭიათურაში მოშიმშილეები პროტესტის უკიდურესი ფორმას უკვე მე -15 დღეა მიმართავენ. ისინი ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის ითხოვენ. 

მათ პირიც კი ამოიკერეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაყვანა ორჯერ გახდა აუცილებელი. მიუხედავად ამისა, მოშიმშილეები პროტესტს ისევ განაგრძობენ და კარავში დაბრუნდნენ. 

"ძალიან კრიტიკული მდგომარეობა ჰქონდა ორს და გადავიყვანეთ საავადმყოფოში, გონებას კარგავდნენ უკვე. პროტესტი გრძელდება და დღეს ველოდებით კონკრეტულ შედეგს", - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, დავით ჭეიშვილი. 

ჭიათურის პოლიციის უფროსის, ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის, მიხეილ გიგაურის გადადგომის გარდა, ჭიათურელების მოთხოვნა მიმდინარე წლის მაისში დაკავებული, თემურ გიშაძისათვის მუხლის გადაკვალიფიცირებაა.

ბრალდებასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ასევე, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას.


ამავე თემაზე:

ჭიათურაში მოშიმშილეებმა პირი ამოიკერეს

შიმშილობის მეცხრე დღე ჭიათურაში - მოთხოვნა პოლიციის ხელმძღვანელობის გადადგომაა

შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში და პასუხი, რომელიც იგვიანებს

შსს ჭიათურაში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება

"პროტესტი გრძელდება, რათა მოტყუებულები არ დავრჩეთ" - შიმშილობის მე-11 დღე ჭიათურაში
Print