ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ხანძრისგან დაზიანებული კორპუსის სახურავი დროებით გადახურა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მერიამ  ხანძრისგან დაზიანებული კორპუსის სახურავი დროებით გადახურა.
მერიაში აცხადებენ, რომ გადახურვის სრული რეაბილიტაციის დაწყებამდე დროებითი გადაიხურა ამინდის მოსალოდნელი ​ გაუარესების გამო მოხდა.

ჭავჭავაძის გამზირზე N20-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი სამი დღის წინ გაუჩნდა.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განმარტებით, რამდენიმე დღეში მოგვარდება ყველა საკითხი, რომელიც გადასახურ მასალას უკავშირდება. აღნიშნული კორპუსის სახურავის დემონტაჟის სამუშაოების და მასალის სრულ ხარჯს ქუთაისის მერია დაფარავს.

Print