ახალი ამბები
ქუთაისში უნიკალური ჯიშის პალმის ხე გახმა
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე გაშენებულ უნიკალური ჯიშის ძვირადღირებული პალმების ერთი ხე გახმა.

მერიაში გვითხრეს, რომ დაზიანებულ ხეს ამოიღებენ, თუმცა როდის მოხდება მისი ჩანაცვლება თარიღს ვერ აკონკრეტებენ.

წლევანდელ ზამთრის სეზონში პალმები არ შეფუთულა. ქუთაისის მერიაში ამის მიზეზად წინა წლებში სპეციალური მასალით პალმების შეფუთვის შედეგად მათ დაზიანებას ასახელებდნენ და ისინი მხოლოდ შეკრეს. 

აღმაშენებლის გამზირზე პალმების ხეივანი 2011 წელს მოაწყვეს. იმ დროისთვის "ვაშინგტონის" ჯიშის უნიკალური მცენარის 300 ძირი პალმა დაირგო. ასევე, მოეწყო მიწისქვეშა სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა სპეციალური ღამის განათება, დაიგო ფილები და მინდვრის საფარი. ხეივანში ქვის დეკორატიული ძელ-სკამები დადგეს, შეიცვალა მიმდებარე შენობების იერსახეც. პალმების ხეივნის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 960 000 ლარი დაიხარჯა.


Print