ახალი ამბები
„მოიზღვავე წიგნები“ ქუთაისში
FaceBook
14 - 15 ივნისს, ქუთაისის ცენტრალური ბაღის ჩასასველთან (მერიის მიმდებარედ) გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

აღნიშნული ღონისძიება პროექტის "მოიზღვავე წიგნების" ფარგლებში ხორციელდება.

გამოფენა-გაყიდვა ორი დღის განმავლობაში 12:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება.

გამოფენაზე წიგნები 40-60 %-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

პროექტში მონაწილეობენ წამყვანი გამომცემლობები: აზრი, არტანუჯი, დიოგენე, ინტელექტი, წიგნები, ბათუმში და სხვები..


პროექტის – "მოიზღვავე წიგნები" – ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა უკვე გაიმართა საქართველოს ბევრ ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში, ბორჯომში, ხაშურში.

გამოფენის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.

Print