ახალი ამბები
14 და 15 ივნისს მე-11 კლასელები გამოცდას ფიზიკასა და ქიმიაში ჩააბარებენ
FaceBook
14 და 15 ივნისს მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდა ფიზიკასა და ქიმიაში ჩატარდება.

სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნულ საგნებში უკვე გაიარეს პრეტესტი, რაც გამოცდისთვის მოსამზადებელ ეტაპს ნიშნავს. პრეტესტში მონაწილება ნებაყოფლობითია.

მათ გამოცდები უკვე ჩააბარეს გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში.

მე-11 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები საქართველოს მასშტაბით 1451 სკოლაში ტარდება.

გამოსაშვებ გამოცდებში ყოველწლიურად 45 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

Print