ახალი ამბები
"პროტესტი გრძელდება, რათა მოტყუებულები არ დავრჩეთ" - შიმშილობის მე-11 დღე ჭიათურაში
FaceBook
ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით ჭიათურაში  მე-11 დღეა სამი ადამიანი ისევ შიმშილობს.
"კონკრეტული ამ ეტაპზე არაფერი არ არის, მაგრამ მოლაპარაკებები უწყებებთან მიმდინარეობს. ველოდებით გამოძიების დაჩქარებასაც. პროტესტი გრძელდება, იმიტომ რომ არ დავრჩეთ მოტყუებულები და ბოლომდე მივიდეს საქმე", - ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, დავით ჭეიშვილი.

ჭიათურის პოლიციის უფროსის, ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის, მიხეილ გიგაურის გადადგომის გარდა, ჭიათურელების მოთხოვნა მიმდინარე წლის მაისში დაკავებული, თემურ გიშაძისათვის მუხლის გადაკვალიფიცირებაა.

ბრალდებასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ასევე, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას.

"თუ დადასტურდა, რომ პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - ასე გამოეხმაურა აქციის მეათე დღე შინგან საქმეთა სამინისტრო ჭიათურაში მიმდინარე პროტესტს. 


ამავე თემაზე:

ჭიათურაში მოშიმშილეებმა პირი ამოიკერეს

"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" - ჭიათურაში ხელმოწერებს აგროვებენ

შიმშილობის მეცხრე დღე ჭიათურაში - მოთხოვნა პოლიციის ხელმძღვანელობის გადადგომაა

შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში და პასუხი, რომელიც იგვიანებს

შსს ჭიათურაში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება

Print