ახალი ამბები
1 500 ლარის ღირებულების სადილი ქუთაისის მერიისგან რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს
FaceBook
საქართველოში 22 ივლისი რეპრესირებულთა დღე აღინიშნება. აღნიშნულთა დაკავშირებით ქუთაისის ადგილობრივმა მთავრობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადა. მერიამ 1 500 ლარის ღირებულის ტენდერი რეპრესირებულთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში, რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისა და მოწვეული სტუმრებისათვის საზეიმო სადილის შესყიდვაზე გამოაცხადა. გამარტივებულ ტენდერში წინადადების მიღება 7 ივლისს დაიწყება, რომელიც სამი 9 ივლისამდე გაგრძელდება. მერიამ კვებით მომსახურებაზე ტენდერი 40 ადამიანზე გამოაცხადა.
პური, მჭადი, ყველი, გაზიანი მინერალური წყალი, მწნილის ასორტი, ყველის ასორტი, სალათი, ბულგარული და ბადრიჯანი, ქათმის სალათი, ბაჟე, მწვადი, წიწილა, ტყემალი, ჩაშუშლი, ლიმონათი, ღვინო - ამ და სხვა საკვებით ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ 22 ივლისს უნდა უზრუნველყოს.
Print