ახალი ამბები
შპს „სანო“ სოციალურ საცხოვრისში ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებს
FaceBook
შპს "სანო", რომელმაც ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისი მოაწყო, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას არასწორს უწოდებს და ალტერნატიული ექპერტიზის ჩატარებას აპირებს.
კომპანიის დირექტორი, ლევან ჭანტურიძე კატეგორიულად არ ეთანხმება დასკვნის იმ ნაწილს, სადაც საუბარია ბენეფიციარებისთვის, შეთანხმებულზე,  369 კვ.მ-ით ნაკლები ფართის გადაცემაზე.

ლევან ჭანტურიძე ამბობს, რომ ექსპერტებმა აზომვა არასწორად ჩაატარეს.

"აზომვა არის არასწორად გაკეთებული. არ ვიცი იქ ვინ რა შეკითხვები დასვა, რის მიხედვით მოახდინეს ფართების აზომვა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩავატაროთ, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ რაც იქ წერია არასწორია",-ამბობს ლევან ჭანტურიძე.

კომპანიის დირექტორი დასკვნის არც დანარჩენ ნაწილს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ექსპერტიზამ არასწორი დასკვნა ინფორმაციის ნაკლებობის გამო დაწერა.

კომპანიის ხელმძღვანელობა ალტერნატიული ექსპერტიზის მოწვევას მომავალი კვირიდან გეგმავს.

სოციალურ საცხოვრისში ლევან სამხარაულის ექსპერტიზა ქუთაისის მერიის დაკვეთით ჩატარდა.

დასკვნის მიხედვით, შენობაში დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები და ცხოვრებისთვის საშიში პირობებია.


ამავე თემაზე:

რა წერია სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპრეტიზის დასკვნაში (ფოტო)

ვერ დავეთანხმები დასკვნას" - ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი საცხოვრისში ჩატარებულ ექსპერტიზაზე

"პასუხი ვერ მივიღეთ" - საცხოვრისში მცხოვრებლები მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე

"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)

სოციალური თავშესაფრის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან შენობაში არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრი

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა


"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის
Print