ახალი ამბები
სახელმწიფომ შელახა ადამიანის ფუნდამენტური- სიცოცხლის უფლება - აქცია ქუთაისში
FaceBook
ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ - ამ წარწერის პლაკატი დღეს ქუთაისში, მესხიშვლის თეატრთან გამოჩნდა.

ქუთაისის მესხიშვილის თეატრთან მეორე  საპროტესტო აქცია გაიმართა ლევან აბზიანიძის საქმესთან დაკავშირებით. "არ ვეთანხმებით ოფიციალურ განხცადებას, რომ ლევან აბზიანიძის სქმე აღძრულია თვითმკველელობამდე მიყვანის მუხლით. ჩვენ ვიხოვთ საქმე გადაკვლიფიცირდეს „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“ მუხლში"- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
საპროტესო აქცია სახელოსნო "პარქსისი"-ს ორგანიზებით ქუთაისში ერთი კვიირს მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან გაიმართება.
აქციის მონაწილენი ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლების უგულებელყოფაში ხედავენ.
"საერთოდ პირველად შევეხეთ ამ თემას. მანამდე ცოტა ირონიითაც ვუყურებდით მთელ ამ მხიარულ აქციებს თბილისში სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. შარდის მიტანა და ა.შ. ბევრი რამ იყო არასერიოზული, რაც ვერ ამახვილებდა პრობლემატიკაზე ძირითად ყურადღებას. ჩვენ აქ შეგვკრიბა ადამიანის ფუნდამენტური უფლების უხეშმა დარღვევამ. ადმიანის მოკვლამ სახელმწიფოს მიერ. ამ მკვლელობას შეგვიძლია შვხედოთ ორგვარა:. ერთის მხრივ კონკრეტული პოლიციელები რაც ასევე ნიშნავს სახელმწიფოს - პოლიცია სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულების დროს წამოადგენს სახელმწიფოს და მეორეს მხრივ უშუალოდ სახელმწიფო საკუთარი ნარკოპოლიტიკით, რომლის ფუნდამენტი არის იძულებითი ნარკოტესტირება ", - აღნიშნა სახელოსნი "პრაქსისი"ს წარმომადგენელმა  გიორგი ხასაიამ. 
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ლევან აბზიანიძე, დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიციელებმა ნარკოშემოწმებაზე წაიყვანეს. გარდაცვალებამდე აბზიანიძემ ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მას სამი ტაბლეტი შარდმდენი იძულებით დაალევინეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის ახლობლების განცხადებით, აბზიანიძე ნარკოლოგიურში მოტყუებით წაიყვანეს.
აქცია 6 ივლისს  18 საათზე პარლამენტის ნაცვლად ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტთან გაიმართება და აღინიშნება მსვლელობით.
ერთკვირიანი აქციების ციკლი გუშინ დაიწყო, რომელიც 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

Print