ახალი ამბები
ქუთაისში სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ბარ "ბუნგალოს" წინ სამართალდამცველებმა სავარაუდო ნარკოდანაშაულის ბრალლდებით ერთი პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, ბარში ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი აიყვანეს. ადგილზე სპეცრაზმის, საპატრულო პოლიციისა და ექსპერტიზის თანაშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.

ბუნგალოში დასაქმებულების ინფორმაციით დაინახეს, რომ ეზოდან ერთი პიროვნება აიყვანეს, რომელიც სავარაუდოდ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
Print