ახალი ამბები
ზაზა სარალიძის ბრალდებებზე ქუთაისის მერიაში განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებენ
FaceBook
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებებზე, რომელზეც მან გუშინდელ აქციაზე განაცხადა, ქუთაისის მერიაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. ქუთაისის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ  ჯერჯერობით უცნობია გაკეთდება თუ არა ოფიციალური განმარტება.

ზაზა სარალიძემ აქციაზე განაცხადა, რომ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები, ქუთაისში მისი ცოლის დასთან ოჯახში მივიდნენ და ცდილობდნენ დაერწმუნებიათ, რომ მის ცოლთან ერთად პროცესებს გამიჯვნოდა.

მოგვიანებით მან იგივე გაიმეორა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერშიც.

"ზუსტად არ ვიცი მერი იყო თუ მისი მოადგილე. ჩემი ოჯახის წევრებთან მივიდა და შემოვლითი გზით ცდილობდნენ ჩემთან კომუნკაციის დამყარებას. უთხრეს, შენ და შენი და ხომ არ გააკეთებთ რამე კომენტარსო. აძალებდნენ ფაქტიურად ადამიანს, რომ ჩემს წინააღმდეგ გაეკეთებია კომენტარი",-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აქციაზე ზაზა სარალიძემ ასევე განაცხადა, რომ მის მეუღლეს უცნობი პირები ქუჩაში დაყვებიან და უთვალთვალებენ.

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა გუშინ კარვები გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს და მოძრაობა გადაკეტეს. 

გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს დაიღუპა.


ამავე თემაზე:

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში (ფოტო)

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა

"ნუ მომკლავ!" - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია დაიგეგმა

"ნუ მომკლავ" – აქცია ქუთაისში

"ნუ მომკლავ" -საპროტესტო აქცია ქუთაისში



Print