ახალი ამბები
მადლობა, რომ ამდენი ითმინეთ - პრემიერმა ქუთაისში დევნილებს ფართები გადასცა
FaceBook
დევნილთა სამინისტრომ ქუთაისში სულ 53 ბინა შეისყიდა.
ქუთაისში დევნილებს მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები გადასცეს. 35 დევნილ ოჯახს აღამაშენებლის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი ფართის გასაღები თავად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა.
პრემიერ-მინისტრმა დევნილებს მადლობა გადაუხდა მრავალწლინი ლოდინის გამო.
"მე აქ მადლობები მოვისმინე თქვენი მხრიდან. მადლობა პირიქით თქვენ, რომ ამდენი ითმინეთ. მესმის რთულია საკუთარი შვილის მომავალი დაგეგმო, მაშინ როცა ჭერი არ გაქვს. სახელმწიფო ვალდებულია თქვენ შეგიქმნათ ღირსეული პირობები. აფხაზეთში დაბრუნება ალბათ იქნება ღვთის წყალობით და ჩვენი ერთად დგომით. მაგრამ მანამდე, თქვენ ღირსეული პირობები უნდა გქონდეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ქუთაისში დევნილებისთვის ბინების გადაცემისას.
დევნილთა სამინისტრომ ქუთაისში სულ 53 ბინა შეისყიდა. ფართების გადაცემის შემდეგ პრემიერმა დევნილთა მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად, შერვაშიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მასშტაბურ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. აღნიშნულ ქუჩაზე 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე ოჯახი მიიღებს. ამ დროისათვის 2 კორპუსი შენდება, სადაც 160 ოჯახი შესახლდება.


Print