ახალი ამბები
ქუთაისის მორიგე საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია იწყება
FaceBook
ქუთაისში, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 30 ივნისს წყდება. თუმცა, ორი მორიგე  ბაღი იმუშავებს. ქუთაისის მეოთხე ბაღი, რომელიც დავითაშვილის ქუჩაზე მდებაროებს და ნიკეას ქუჩა  N1-9 ა-ში მდებარე N31-ე საბავშვო ბაღი.

ბაღებში აღსაზრდელების მისაღებად რეგისტრაცია 18 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით იწარმოებს.

მორიგე ბაღბეში სასწავლო პროცესი 2 ივლისდან 29 ივლისამდე გაგრძელდება. 

ქუთაისში სულ საბავშვო ბაღის 37 ფილიალია, სადაც 10 000-მდე ბავშვია რეგისტრირებული. 


Print