ახალი ამბები
სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)
FaceBook
ამ  წუთებში ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს, იუზა უგულავს ხვდებიან. შეხვედრა ხმაურით დაიწყო. 
ისინი ქალაქის ხელმძღვანელობისგან შენობაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას ითხოვენ, რომლიც მერიის ინფორმაციით, სამართალდამცავ უწყებას უკვე გადაუგზავნეს.  

"მოვითხოვთ გადაგვიყვანონ სხვა შენობაში. აქ ცხოვრება არის შეუძლებელი. ბავშვები გვყავს და ვართ ყოველდღიური საფრთხის ქვეშ. დასკვნა რომელიც დადეს, არის ყალბი, რადგან როგორც გვეუბნებიან, დასკვნაში წერია, რომ ჩვენ დავაზიანეთ შენობა", - ამბობს საცხოვრისში მცხოვრები, მირანდა ნემსიწვერიძე. 



ნიკეას ქუჩაზე 80 ოჯახისთვის მოწყობილ სოციალურ საცხოვრისში მერიის დაკვეთით უკვე ჩატარდა ექსპერტიზა. 6 ივნისს ქუთაისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნა საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნა.

"ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში იკვეთება მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მოკვლევას კომპეტენტური ორგანოების მიერ და შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა ქუთაისის მერიის მიერ გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოში", - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა, მერიაში არ განმარტეს კონკრეტულად რომელ ორგანოს გაუგზავნეს ექსპერტიზის შედეგები.

ქუთაისში, ნიკეს ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სოციალური საცხოვრისი 2017 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა.

სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემები, შენობაში ბენეფიციარების შესახლების დღიდან გამოიკვეთა. მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანია "სანომ" საცხოვრისის ოთახები არასწორი კონფიგურაციით მოაწყო, ბენეფიციარებს მთელი ზამთრის გატარება ბუნებრივი აირის გარეშე მოუწია. შესახლებიდან 6 თვეში კი შენობაში ჭერი ორჯერ ჩამოინგრა.

უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანია "სანომ" ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი მიიღო, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.

ამავე თემაზე:

სოციალური თავშესაფრის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან შენობაში არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრი

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

Print