ახალი ამბები
სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მოწყობილ სოციალურ საცხოვრისში,  ქუთაისის მერიის დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნაში იკვეთება ისეთი ხარვეზები, რომლებიც დამატებით მოკვლევას შესაბამის ორგანოებში  საჭიროებს.

"ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში იკვეთება მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მოკვლევას კომპეტენტური ორგანოების მიერ და შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა  ქუთაისის მერიის მიერ გადაიგზავნება სამართალდამცავ ორგანოში",-ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

მერიამ შპს "სანოს", რომელმაც საცხოვრისი მოაწყო, უკვე გაუგზავნა მოთხოვნა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ხარვეზების მაქსიმალურად მცირე დროში აღმოფხვრის შესახებ. მერიის ინფორმაციით, თუ კომპანია მოთხოვნებს არ შეასრულებს, მის მიმართ  გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ქუთაისში, ნიკეს ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში,  სოციალური საცხოვრისი 2017 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა.

უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან  პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი მიიღო, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.

სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემები, შენობაში ბენეფიციარების შესახლების დღიდან გამოიკვეთა. მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანიამ საცხოვრისის ოთახები არასწორი კონფიგურაციით მოაწყო, ბენეფიციარებს მთელი ზამთრის გატარება ბუნებრივი აირის გარეშე მოუწია.  შესახლებიდან 6 თვეში კი შენობაში ჭერი  ორჯერ ჩამოინგრა.

ამავე თემაზე:

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის



Print