ახალი ამბები
ქუთაისში აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება 6 და 7 ივნისს შეეზღუდება
FaceBook
ქუთაისში ბუნებრივი აირის მიწოდება საფიჩხიის უბანში აბონენტებს დღეს 6  ივნისს, დილით შეუწყდათ

როგორც სოკარ ჯორჯია გაზის საინფორმაციო სამსახურში  განმარტავენ,  გაზით მომარაგება აბონენტებს 6 და 7 ივნისს შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რადგან საფიჩხიაზე ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად გაითიშა. 

საფიჩხიის უბანში გაზის მიწოდება ხვალ, 7 ივნისს, 16 საათიდან აღდგება.






Print