ახალი ამბები
ტყიბულში, 5 აპრილს დაღუპული მეშახტეების საქმეზე, უკრაინელი ექსპერტების დასკვნა 8 ივნისს გამოქვეყნდება
FaceBook
რამ გამოიწვია ტყიბულის შახტში 5 აპრილს  ექვსი  მეშახტის დაღუპვა -  ამის შესახებ უკრაინელი ექსპერტების დასკვნა ორ დღეში გასაჯაროვდება.
"მეტალურგიული და სამთო- ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის" თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის თქმით,  დასკვნა მათ უკვე მიიღეს და მიმდინარეობს თარგმნის პროცესი.

"საკმაოდ დიდია დასკვნა და ახლა თარგმნის პროცესია. 8 ივნისს უკვე გამოვაქვეყნებთ", - ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

რა წერია დასკვნაში, პროფკავშირების თავმჯდომარე ამაზე წინასწარ არ საუბრობს.

უკრაინელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ამავე პროფკავშირის მოწვევით 24 აპრილს ჩამოვიდა. ისინი ადგილზე ვითარებას ორი დღის განმავლობაში სწავლობდნენ.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა, რა დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

"საქნახშირის"  ინფორმაციით, შახტში სამთო დარტყმა მოხდა, რომლისგანაც გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ მეშახტეების  სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილზე დასაქმებულები კი ამბობენ, რომ ისევე, როგორც გასულ წლებში, შახტში უსაფრთხოების ნორმები არც ამჯერად იყო დაცული და შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში ფატალური შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

სავარაუდოდ, უსაფრთხოების ნორმების არარსებობა გახდა ტყიბულში 4 დღის წინ კიდევ ორი მუშის გარდაცვალების მიზეზი. 2 მაისს ღია კარიერზე მუშაობის დროს ორი მუშა გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, მათი დაღუპვა უჰაერობამ გამოიწვია. ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, რომ სამუშაო ადგილი კუსტარულად იყო მოწყობილი და 35 მეტრი სიღრმეში ჩასულ მუშებს ე.წ. ჰაერის კომპრესორი ჩართული არ დახვდათ.


ამავე თემაზე:

"წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტში ოპერირება"

ტყიბულში მეშახტეების დაკრძალვაზე მინისტრები ჩავიდნენ

მინდელის შახტში დაღუპულებს 10 აპრილს დაკრძალავენ

ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - შრომის ინსპექტირების პირველადი დასკვნა

რა დასკვნა აქვს გაცემული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ტყიბულის შახტებზე

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული


Print